ყურძნის კანისგან დამზადებული ხილის ჩაი

ყურძნის კანის ძირითად ფასეულობას წარმოადგენს ძლიერი ანტიოქსიდანტების არსებობა, რომლებიც ათჯერ და უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე C და A ვიტამინები. ყურძნის კანის ანტიოქსიდანტებს აგრესიული გარემომცველი სფეროს ზემოქმედების ბლოკირების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრაქტიკულად ყველა დაავადების აღკვეთის, ორგანიზმის დაბერების პროცესების შეფერხების უნარი შესწევთ. ისინი განამტკიცებენ სისხლძარღვთა კედლებს, მაერთებელი ქსოვილის სტრუქტურის დაშლილი ფერმენტების ნეიტრალიზაციის გზით ახდენენ კოლაგენის დონის ნორმალიზებას, რაც კანის, მყესების, სისხლძარღვების, ხრტილების საფუძველს წარმოადგენს.

ჩაის სარგებლიანობის განსაზღვრა ასევე ხდება დიდი რაოდენობით სასარგებლო მიკროელემენტების შემცველი ყურძნის სასარგებლო თვისებებით. ყურძენში და მისგან დამზადებულ ჩაიში შედის შემდეგი  ვიტამინები:

  • A (ბეტა-კაროტინი) – აუმჯობესებს მხედველობას, კანს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას;
  • B (ფოლიუმის მჟავა) – არეგულირებს ნერვული სისტემის მუშაობას;
  • C (ასკორბინის მჟავა) – აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მხედველობას, სასიკეთოა კანისათვის;
  • H (ბიოტინი) – აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;
  • P (რუტინი) – ახდენს კაპილარების კედლების მდგომარეობის ნორმალიზებას, ზრდის რა მათ სიმტკიცეს და ელასტიურობას, ამცირებს არტერიულ წნევას, ანელებს გულისცემის რიტმს. ის აჩერებს ჰისტამინისა და სეროტონინის გამომუშავებას, გააჩნია შეშუპების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ადამიანის სხეულის მიერ არ გამომუშავდება.

ვიტამინები ყურძენში ერთადერთი სასარგებლო ნივთიერებები არ არიან, მათ ასევე მიეკუთვნებიან მინერალებიც, რომელთა არსებობაც ასევე კეთილსასურველად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ყურძენში შემავალი ძირითადი მინერალური ნივთიერებები:

  • მაგნიუმი – ახდენს იმუნიტეტის შენარჩუნებას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ახდენს სისხლის წნევის ნორმალიზებას;
  • ნატრიუმი – ხელს უწყობს კუჭის წვენის გამომუშავებას, ახდენს ორგანიზმის წყლის ბალანსის ნორმალიზებას;
  • კალიუმი – აუმჯობესებს თავის ტვინის ჟანგბადით მომარაგებას, აუცილებელია რბილი ქსოვილების ნორმალური ცხოველქმედებისათვის;
  • კალციუმი – მონაწილეობს ძვლის ქსოვილის ფორმირებაში, აჩქარებს ორგანიზმიდან მავნე ქიმიური ნივთიერებებისა და მარილების გამოდევნას;
  • ფოსფორი – მონაწილეობს ძვლებისა და კბილების ფორმირებაში.

მომზადების ხერხი: 1-2 ჩაის კოვზს დავასხათ მდუღარე წყალი 200 – 300 მლ. ჩაიდანში, გავაჩეროთ  5-7 წუთი.