ყურძნის წიპწის კოპტონის ფხვნილი

კატეგორია: Product ID: 1089

აღწერა

ყურძნის წიპწის ფქვილს (ყურძნის წიპწის კოპტონის ფხვნილი) მიაქვს ყველა ის სასარგებლო კომპონენტი, რაც არ მოხვდა პირველი ცივი დაწნეხვის ზეთში. ყურძნის წიპწის კოპტონის ფქვილი ისეთივე სასარგებლოა, როგორც ყურძნის წიპწის ზეთი.

სამკურნალო საშუალებები და „ბად“-ები (ბიოლოგიურად აქტიური დანამატები), რომლებიც იქმნება ყურძნის წიპწის კოპტონის ფხვნილის საფუძველზე. ყურძნის წიპწის კოპტონის გადამუშავება იმ პრეპარატების დასამზადებლად, რომლებსაც გააჩნიათ ფარმაკოლოგიური მოქმედება, აუცილებელია იმიტომ, რომ ადამიანის ორგანიზმს არ აქვს წიპწებში არსებული ნივთიერებების ათვისების უნარი გულმოდგინედ დაღეჭვის შემდეგაც კი. დაღეჭვისას ხდება ყურძნის წიპწების მცენარეული ქსოვილების გახეხვა, მაგრამ არ ხდება მცენარეული უჯრედების შლა, და როგორც შედეგი, წიპწების ადამიანის ორგანიზმში ყოფნის დროს არ ხდება მათში შემავალი ნივთიერებების ათვისება. მოცემული პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენებენ ექსტრაქციის მეთოდებს, რომლის დროსაც აუცილებელი ნივთიერებების ამოღება ხდება გამხსნელების მეშვეობით, ან გამოიყენებენ წვრილად დაქუცმაცების მეთოდს, რომლის დროსაც ხდება მცენარეული ქსოვილების ნაწილობრივი დაშლა, ხოლო დანაწევრებული ნაწილაკების ზომები იმდენად მცირეა (საშუალოდ 40 მიკრონი), რომ ასეთი ფხვნილის ერთიანი თავისუფალი ზედაპირი საშუალებას იძლევა ნივთიერების ორგანიზმში ყოფნის დროს, აითვისოს ყურძნის წიპწებში მდებარე ნივთიერებები.

ასეთი დაქუცმაცების შედეგს ყურძნის წიპწის კოპტონის ფხვნილი (ფქვილი) წარმოადგენს.

რიგმა კვლევებმა, ყურძნის წიპწებში მნიშვნელოვანი რაოდენობის პროანტოციანიდინების არსებობის წყალობით, გამოკვეთა ყურძნის წიპწის ექსტრაქტის შემდეგი სასარგებლო თვისებები:

  • ანტი-დიაბეტური
  • ანტი-თრომბოციტური
  • ანტი-ქოლესტერინის
  • ანტი-ანთების
  • დაბერების საწინააღმდეგო
  • ანტიმიკრობული თვისებები
  • სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები

გასაგები რომ იყოს, 5-10 % ყურძნის წიპწის კოპტონის ფქვილის დამატებით  პურ-ფუნთუშეულის ნაწარმში ხდება დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების – ანტიოქსიდანტების დამატება:

  • 65 მგ ეპიკატეხინის
  • 75 მგ კატეხინის
  • 97 მგ პროციანდინი B2-ის (უძლიერესი ანტიოქსიდანტის)
  • 195 მგ სხვა პროციანდინის
  • 432 მგ ციკლური პოლიფენოლის (პარაზიტსაღინააღმდეგო)

იმ დროს, როდესაც ჩვეულებრივ პურ-ფუნთუშეულ ნაწარმში შედის  მხოლოდ 0,06 მგ კატეხინი და ეპიკატეხინი და საერთოდ არ შედის პროციანდინი.

შედეგად პურ-ფუნთუშეული ნაწარმის ანტიოქსიდანტური პოტენციალი 5000 ერთეულით იზრდება.

ყურძნის წიპწის კოპტონის ფქვილის გამოყენების სფერო

  • ჯანმრთელობის განსამტკიცებელი ბიოდანამატი (ერთ ჭიქა წყალზე 1 სუფრის კოვზი)
  • სახლში ცხობისათვის, დესერტებისათვის – ნებისმიერ ნაწარმში თავისუფლად ემატება ხორბლის ფქვილის წონას -15%-მდე პროპორციით
  • ინგრედიენტი პურფუნთუშეული და მაკარონის ნაწარმისათვის, რათა პროდუქტი უფრო სასარგებლო გახდეს, გაჯერებულ იქნას ბუნებრივი წარმოშობის ანტიოქსიდანტებით, მიეცეს უჩვეულო ფერი
  • ჯანსაღი წასახემსებლების დასამზადებელი ინგრედიენტი
  • კოსმეტოლოგიაში საკვები სკრაბის სახით
  • ინგრედიენტი საკონდიტრო ნაწარმისათვის – კაკაოს ნაწილობრივ შემცვლელი.

„ნატო“-ს ჯარებში ფხვნილი გამოიყენება, როგორც ბუნებრივი კონსერვანტი ხანგრძლივი შენახვის პურის მომზადებისას.