ყურძნის კოპტონის ბიოჰუმუსი (ორგანული სასუქი)

კატეგორია: Product ID: 1090

აღწერა

ყურძნის კოპტონის ბიოჰუმუსი წარმოადგენს წვიმის მატლების მიერ ყურძნის ჩენჩოს გადამუშავების შედეგად მიღებულ პროდუქტს. ბიოჰუმუსის დაახლოებით ნახევარი შედგება კაპროლიტებისაგან – წვიმის მატლის ექსკრემენტებისაგან. შეიცავს 50 %-მდე ბუნებრივ ჰუმატებს, სასარგებლო მიკროორგანიზმებისა და მიკროელემენტების კომპლექსს. გამოიყენება, როგორც მაღალეფექტური, თვითმყოფადი (დამოუკიდებელი), უნივერსალური, ეკოლოგიურად უვნებელი (ორგანული) სასუქი. გააჩნია რეალიზაციის შეუზღუდავი პოტენციალი შიდა და განსაკუთრებით კი საერთაშორისო ბაზარზე. ბიოჰუმუსი – არამხოლოდ საკვები ელემენტებით გამდიდრებული სუბსტრაქტია, არამედ ის მიკროორგანიზმების „ცოცხალი“ კომპლექსია, რომელიც შეაქვთ ნიადაგში. ბიოჰუმუსის ფასეულობის მეტი წილი დაკავშირებულია მასში მობინადრე სხვადასხვაგვარი და მრავალრიცხოვანი მიკროორგანიზმების გაერთიანებაზე.

წვიმის მატლის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ორგანულ ნივთიერებასთან ერთად მოხვედრილი მიკრობიოტა ექვემდებარება ერთგვარ სელექციურ შერჩევას. მატლების მიერ საკვები სუბსტრაქტის გადამუშავების მეტაბოლური პროცესი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მიკრობების დაჯგუფების სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე მის საბოლოო პროდუქტში – ბიოჰუმუსში. აშშ-ში ზოგიერთი მევენახე იყენებს ყურძნის წიპწის ბიოჰუმუსს ან ბიოჰუმუსის „ჩაი“-ს ვაზის ცრუ პუდრისებრი მილდიუს (სოკოს) გაჩენის წინააღმდეგ. ყურძნის პლანტაციებში დანაკარგები, როგორც წესი, დაახლოებით 25 %-ს შეადგენენ, მაგრამ, მცენარის ძირში მხოლოდ და მხოლოდ 200 მლ. ბიოჰუმუსის შეტანისას , 400-დან მხოლოდ 2 მცენარე იქნა დაკარგული მთელ ვენახში, ანუ 0,5 %. ვაზის კალმების დარგვისას ბიოჰუმუსის გამოყენება მთლიანად გამორიცხავს ვაზის დაკარგვას (დაღუპვას) (Sitton, 2010).

ვაზის მწკრივებში ფესვებთან მულჩის სახით ყურძნის ჭაჭისაგან მიღებული ბიოჰუმუსის დაყრა პინო ნუარის ჯიშის ყურძნის მოსავლიანობას ზრდის 55 %-ით. უფრო მეტიც, ბიოჰუმუსის ერთჯერადად გამოყენებისას მომდევნო 5 წლის განმავლობაში აისახა მისი დადებითი შედეგები ვაზის ზრდასა და მოსავლიანობაზე (Buckerfield, Webster,1998).