ჩვენ შესახებ

        2018 წლის აგვისტოში შეზღუდული პასუხსმგებლოს საზოგადეობა კომპანიამ “ECOGEORGIANGROUP’’-მა (LLC («EcoGeo») ექსპლუატაციაში შეიყვანა ყურძნის ჩენჩოსა და წიპწის დასამუშავებელი და შემდეგი პროდუქტების მწარმოებელი ქარხანა:
ყურძნის პირველი ცივი დაწნეხვის ზეთი
ყურძნის წიპწის კოპტონის ფხვნილი (ფქვილი)
საკვები დანამატები მეცხოველეობისათვის
ყურძნის ნაცარი (Ca-K-P) მიკროელემენტების ფართო სპექტრით.
ყურძნის კოპტონის ბიოჰუმუსი (ორგანული სასუქი)
ჩვენი საწარმო საქართველოში ყურძნის მოსავლის მხრივ ყველაზე მდიდარ რეგიონში – კახეთში მდებარეობს. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე ეს რეგიონი განთქმულია ხელსაყრელი კლიმატური პირობებით ვაზის მოსაშენებლად და წარმოადგენს ქართული მეღვინეობის ცენტრს. გადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს 1 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს საწარმოს საკუთრებას. ქარხნის აშენებამდე ინვესტორები 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ ყურძნის წიპწის ზეთის მიღების ხერხს მთელს ევროპაში და საბოლოოდ შეჩერდნენ ნედლეულის დამუშავების დაზოგვით ტექნოლოგიაზე და ყურძნის წიპწის ზეთის ერთი დაპრესვით ცივი დაწნეხვის მეთოდით მიღებაზე. წარმოების საწარმოო ძალა – ეს არის წელიწადში 10 000 ტონა ყურძნის ჩენჩოსა და წიპწის გადამუშავება.
დღეს-დღეობით ჩვენი საწარმო წარმოადგენს მეღვინეობის ნარჩენების დამამუშავებელ ერთადერთ ქარხანას საქართველოს ტერიტორიაზე. ყურძნის ჩენჩოსა და წიპწის გადამუშავების პროექტი, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებულია ნედლეულის ბაზაზე. საქართველოში ყურძნის ტექნიკური და სუფრის ჯიშების მოსავალი სეზონზე საშუალოდ 170 000 ტონას შეადგენს, რომელთაგანაც „რქაწითელი“-ს ჯიშზე მოდის 78 000 ტონა ხვედრითი წილი, „საფერავი“-ს ჯიშზე- 45 000 ტონამდე, დანარჩენი კი ყურძნის სხვადასხვა ჯიშებია. შესაბამისად, მეღვინეობის ნარჩენების მოცულობა წელიწადში დაახლოებით 30 000 ტონას შეადგენს (ყურძნის ჩენჩო, თხლე, საფუარის ნალექი).
ჩვენი საწარმოს მიზანს წარმოადგენს საქართველოს მეღვინეობის ნარჩენების გადამამუშავებელი მაღალრენტაბელური საწარმოს შექმნა. პროექტის განხორციელება მოხდება სამ ეტაპად, ამასთან ბოლო ეტაპზე მიღწეული იქნება ყურძნის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ყურძნის ჩენჩოსა და საფუარის ნალექის გარდაქმნა მაღალრენტაბელურ და მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებად, მათი შემდგომი პოპულარიზაციით, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთ. ამჟამად გატანილი და წარმატებით ამუშავებულია პროექტის პირველი ეტაპი, ქარხნის საწარმოო ძალა გადამუშავების მიხედვით შეადგენს წელიწადში 10 000 ტონას. ყურძნის წიპწა, როგორც ზეთის წარმოების წყარო, რეკორდსმენია А, В, С, Е და Р (რუტინი) ვიტამინების შემცველობის მხრივ. უჯერი მჟავების შემცველობის წყალობით გააჩნია ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული და მარეგენერირებელი თვისებები. ყურძნის წიპწის ზეთმა დამსახურებული სახელწოდება „ახალგაზრდობის ჰორმონი“ ბიოფლავონოიდების (მცენარეული პოლიფენოლების) მაღალი შემადგენლობის წყალობით მიიღო.
პერსპექტივაში ხორციელდება ბუნებრივი ყურძნის ზეთის ენოტანინისა და ენანთის ეთერზეთის (კონიაკის ზეთი), ასევე მათი თანმდევი პროდუქტების (საკვებში ცილოვანი დანამატები) წარმოების ტექნოლოგიის შემუშავება.

            ჩვენი უპირატესობები

ჩვენ სრულიად ვაკონტროლებთ პროდუქციის ხარისხს, ვინაიდან საწარმოო ხერხით დამოუკიდებლად ვამზადებთ ყურძნის წიპწას, ვწნეხთ (ვპრესავთ) მას, კოპტონს ვფქვავთ ფქვილად (ყველა ოპერაცია სრულდება ჩვენს საწარმოში).
ყურძნის ჩენჩო ჩვენთან 40 კმ რადიუსში მდებარე ღვინის ქარხნებიდან შემოდის.
ჩვენ ვიღებთ ყურძნის ისეთ ჩენჩოს რომელიც დუღილს არ დაქვემდებარებულა.
გადამუშავება ხდება ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე ჩამოტვირთვის მომენტიდან 1 დღე-ღამის განმავლობაში.
ჩვენ ყურძნის წიპწას ვამზადებთ ყურძნის ჯიშების მიხედვით და ეს წითელი და თეთრი ჯიშების ყურძნის წიპწის ზეთის ცალ-ცალკე გამოხდის საშუალებას გვაძლევს. ასეთი შემოთავაზება მსოფლიოში მხოლოდ ერთ კომპანიას – Salute Sante (აშშ) აქვს.

საქართველოში ჩვენ გვაქვს ყურძნის წიპწის პირველი ცივი დაწნეხვის ზეთის მწაროებელი ყველაზე მსხვილი საწარმო.

ჩვენი გუნდი

დავით მანია
დირექტორი
ალექსანდრე ექიზაშვილი
იურისტი
გიორგი ზალდასტანიშვილი
ფინანსური მენეჯერი
თეო პაქსიშვილი
ბუღალტერი
თამაზ აფხაზავა
ლოჯისტიკის მენეჯერი