მსოფლიოში არებობს ყურძნის წიპწის ზეთის მიღების სამი ხერხი

ქიმიური ექსტრაგირება – ეს არის წიპწიდან ზეთის ცხელი ექსტრაგირება სხვადასხვა გამხსნელების მეშვეობით. ფართო მოხმარებისა და სამრეწველო სარგებლობისათვის განკუთვნილი ზეთის ექსტრაგირებას ახდენენ წინასწარ დაქუცმაცებული ყურძნის წიპწებიდან ორგანული გამხსნელების მეშვეობით. ეს ყველაზე პოპულარული მეთოდია. ცხელი ექსტრაქცია უფრო მეტად უნივერსალური და გაცილებით მეტად ხელმისაწვდომი ზეთის მიღების საშუალებას იძლევა. პროდუქტის გამოშვება უფრო მეტი, უფრო სწრაფი, ნაკლებ შრომატევადი, და შესაბამისად, საწარმოებლად ხელსაყრელია. მაგრამ: ექსტრაგირებული ზეთი ექსტრაქციის შემდეგ გაივლის ექსტრაგენისგან  საგულდაგულო  წმენდას, ანუ რაფინაციას, შედეგად კარგავს იმ ძვირფასი ნივთიერებების მნიშვნელოვან ნაწილს. აღნიშნული ხერხით ზეთის მთავარ მწარმოებლებს წარმოადგენენ საფრანგეთი, ესპანეთი, არგენტინა და იტალია.

ცხელი პრესვა (დაწნეხვა) – მეთოდი, რომლის დროსაც ყურძნის წიპწები იფქვება ფხვნილის სახით, შემდეგ ხდება ფხვნილის გაცხელება 200 გრადუს ტემპერატურამდე და სამჯერ იპრესება (იწნეხება). ამას მოჰყვება რაფინაციის პროცესი. ეს მეთოდი მეტად იშვიათად გამოიყენება, ვინაიდან ტექნოლოგია მოძველებულია.

ცივი პრესვა (დაწნეხვა) – მეთოდი, რომლის დროსაც დაპრესვა (დაწნეხვა) მიმდინარეობს დაბალ ტემპერატურაზე, წიპწებს დაწნეხვის წინ არ აქუცმაცებენ. ცივი დაწნეხვისას ზეთში ხდება მისი ყველა იმ სასარგებლო ნივთიერების შესანჩუნება, რომლებიც ფასეულია მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. ცივი დაწნეხვით იღებენ გაცილებით ნაკლებ ზეთს, პროცედურა უფრო მეტად ენერგომოცულობითი და შრომატევადია, ვიდრე ქიმიური ნივთიერებების სარგებლობით ცხელი ექსტრაგირების ხერხის გამოყენებისას.

ამიტომ ზეთს მეტად მაღალი ღირებულება აქვს, „ბან“ (ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები) (პოლიუჯერი ცხიმმჟავების, ბიოფლავონოიდების, ასევე ვიტამინი-სინერგისტების) კომპლექსის არსებობის წყალობით, ყურძნის წიპწის ზეთი შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ უძლიერეს ბუნებრივ ანტიოქსიდანტად, ღირსეული ადგილი უჭირავს  ფარმაცევტული პრეპარატების, კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაში, ასევე როგორც დიეტურ პროდუქტსა და საკვებ დანამატს. უნიკალური სასარგებლო