ქიმიური ექსტრაგირება – ეს არის წიპწიდან ზეთის ცხელი ექსტრაგირება სხვადასხვა გამხსნელების მეშვეობით. ფართო მოხმარებისა და სამრეწველო სარგებლობისათვის განკუთვნილი ზეთის ექსტრაგირებას ახდენენ წინასწარ დაქუცმაცებული ყურძნის წიპწებიდან ორგანული გამხსნელების მეშვეობით. ეს ყველაზე პოპულარული მეთოდია. ცხელი ექსტრაქცია უფრო მეტად უნივერსალური და გაცილებით მეტად ხელმისაწვდომი ზეთის მიღების საშუალებას იძლევა. პროდუქტის გამოშვება უფრო მეტი, უფრო სწრაფი, ნაკლებ შრომატევადი, და შესაბამისად, საწარმოებლად ხელსაყრელია. მაგრამ:
ექსტრაგირებული ზეთი ექსტრაქციის შემდეგ გაივლის ექსტრაგენისგან საგულდაგულო წმენდას, ანუ რაფინაციას, შედეგად კარგავს იმ ძვირფასი ნივთიერებების მნიშვნელოვან ნაწილს. აღნიშნული ხერხით ზეთის მთავარ მწარმოებლებს წარმოადგენენ საფრანგეთი, ესპანეთი, არგენტინა და იტალია.

ცხელი პრესვა (დაწნეხვა) – მეთოდი, რომლის დროსაც ყურძნის წიპწები იფქვება ფხვნილის სახით, შემდეგ ხდება ფხვნილის გაცხელება 200 გრადუს ტემპერატურამდე და სამჯერ იპრესება (იწნეხება). ამას მოჰყვება რაფინაციის პროცესი. ეს მეთოდი მეტად იშვიათად გამოიყენება, ვინაიდან ტექნოლოგია მოძველებულია.