Close
ცივი დაწნეხვა

ცივი დაწნეხვა – მეთოდი, რომლის დროსაც დაპრესვა (დაწნეხვა) მიმდინარეობს დაბალ ტემპერატურაზე, წიპწებს დაწნეხვის წინ არ აქუცმაცებენ. ცივი დაწნეხვისას ზეთში ხდება მისი ყველა იმ სასარგებლო ნივთიერების შესანჩუნება, რომლებიც ფასეულია მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. ცივი დაწნეხვით იღებენ გაცილებით ნაკლებ ზეთს, პროცედურა უფრო მეტად ენერგომოცულობითი და შრომატევადია, ვიდრე ქიმიური ნივთიერებების სარგებლობით ცხელი ექსტრაგირების ხერხის გამოყენებისას.
ამიტომ ზეთს მეტად მაღალი ღირებულება აქვს, „ბან“ (ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები) (პოლიუჯერი ცხიმმჟავების, ბიოფლავონოიდების, ასევე ვიტამინი-სინერგისტების) კომპლექსის არსებობის წყალობით, ყურძნის წიპწის ზეთი შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ უძლიერეს ბუნებრივ ანტიოქსიდანტად, ღირსეული ადგილი უჭირავს ფარმაცევტული პრეპარატების, კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაში, ასევე როგორც დიეტურ პროდუქტსა და საკვებ დანამატს. უნიკალური სასარგებლო თვისებების მქონე მეტად ღირებულ და ძვირფას ზეთს, როგორც ყველა საბაზისოს, იღებენ ცივი დაწნეხვის კლასიკური მეთოდით.
წარმოების სხვადასხვა ტექნოლოგიების შესწავლის პროცესში “ECOGEORGIANGROUP” LLC (“EcoGeo”)-ს ინვესტორების მიერ უპირატესობა მიენიჭა ცივი დაწნეხვის ტექნოლოგიას. ცივი დაწნეხვისათვის ვარგისი წიპწების მიღებასთან დაკავშირებული ამოცანების გადასაჭრელად შერჩეულ და დამზადებულ იქნა სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც უზრუნველყოფს ყურძნის ჭაჭის გადამუშავებას, მისგან წიპწების ამოღებით დაზოგვით პირობებში, რომლებიც არ დაუშვებენ ფასეული ნივთიერებების დაკარგვას.
ცივი დაწნეხვის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ წიპწის კოპტონში დაწნეხვის შემდეგ რჩება დაახლოებით 6 % ზეთი, რამაც მოითხოვა აღჭურვილობა-დანადგარების დაყენება ყურძნის წიპწის ფხვნილის დასამზადებლად, რომელიც მუშაობს დაბალი ტემპერატურის ზონაში, რათა არ გადაახუროს და ამით არ დაკარგოს დაწნეხვის შემდეგ დარჩენილი ფასეული ნივთიერებები.
ამგვარად, ჩვენი საწარმო, რომელიც მუშაობს დაზოგვითი ტექნოლოგიებით გამოშვებული პროდუქციის მთელ ხაზზე, იცავს ყველა ფასეულ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებითაც მდიდარია ყურძნის წიპწა.