Close
ყურძნის წიპწის ფუზი

ყურძნის წიპწის ფუზი წარმოადგენს პროდუქტს, რომელიც წარმოიქმნება პირველი ცივი დაწნეხვის ზეთის მიღებისას (ყურძნის წიპწის ზეთის წონის 3%). ყურძნის წიპწის ნაწილები ზეთის დაწნეხვის პროცესში ხვდებიან ჭურჭელში ყურძნის წიპწის ზეთთან ერთად, შემდეგ დროთა განმავლობაში ისინი ილექებიან ჭურჭლის ფსკერზე. სწორედ ზეთის გაფილტვრის  შემდეგ დარჩენილი ნალექი წარმოადგენს ფუზს.

თავისი თვისებებით ყურძნის ფუზი წარმოადგენს ყურძნის წიპწის კოპტონის წვრილი ნაწილაკების ზეთთან ნაზავს. ასეთი შეხამება ყურძნის ფუზს კოსმეტოლოგიური პროცედურებისათვის იდეალურ პროდუქტად აქცევს. მცირე ნაწილაკებს გააჩნიათ ყურძნის წიპწის ფხვნილის ყველა თვისება და ასრულებენ კოსმეტიკური სკრაბისა და ნელსაცხებლების საფუძვლის როლს; იმავდროულად ყურძნის წიპწის ზეთი კანს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით ამდიდრებს.

ყურძნის ფუზის სასარგებლო თვისებები

E ვიტამინი A და C ვიტამინებთან კომპლექსში – ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას, სისხლძარღვების კედლების განმტკიცებას; ახდენს იმუნიტეტის გამაძლიერებელ, ანთებისსაწინააღმდეგო, ჭრილობების შესახორცებელ, სისხლძარღვების გამაფართოვებელ და თრომბსაწინააღმდეგო მოქმედებას;

  • ახდენს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზებას და ამით უჯრედებს იცავს დაშლისაგან;
  • კეთილსასურველად მოქმედებს მხედველობის ორგანოების მუშაობაზე, აუმჯობესებს ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის და კანის საფარის ფუნქციონალურ მდგომარეობას;

ფიტოესტროგენები – უზრუნველყოფენ თრომბების გაწოვას

პროანთოციანიდინი – პოლიფენოლების კლასი, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმის უჯრედების კიბოს უჯრედებად გარდაქმნას; პოლიფენოლების ანტიოქსიდანტური უნარი 20-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე E ვიტამინში.

-აუმჯობესებს მხედველობას, სახსრების მოქნილობას, არტერიისა და სხეულის ქსოვილების (მაგალითად, გულის) მდგომარეობას, ასევე განამტკიცებს კაპილარებსა და ვენებს; აღიარებულია ვენების ვარიკოზული გაგანიერების კარგ პროფილაქტიკურ საშუალებად;

ახდენს ანთებისსაწინააღმდეგო, ართრიტის საწინააღმდეგო და ანტიალერგიულ მოქმედებას, აფერხებს კანის დაბერებას, განდევნის თავისუფალი რადიკალების ჟანგბადს, ასევე აღკვეთს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებას;

რესვერატროლი – ახდენს მკვეთრად გამოხატულ ანთებისსაწინააღმდეგო, თრომბსაწინააღმდეგო, სკლეროზის საწინააღდეგო და სიმსივნისსაწინააღმდეგო მოქმედებას;

ქლოროფილი – კანზე ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას;

-ახდენს კანის დაზიანებული ქსოვილებისა და ლორწოვანი გარსის პროცესების აქტივიზირებას;

ომეგა-6 (70%-მდე) – პოლიუჯერი ლინოლის და ლინოლენის მჟავები ხელს უწყობენ  კანს ოპტიმალური ტენიანობის შენარჩუნებაში;

  • ახდენს კანის საფარის რეგენერაციის პროცესის სტიმულირებას.

ომეგა-9 – ოლეინის მჟავა ახდენს ანთებისსაწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელ მოქმედებას;

  • აუმჯობესებს გულისა და სისხლძარღვების მუშაობას;
  • ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვაგვარი მავნე ნივთიერებებისგან (ტოქსინებისგან, შლაკებისგან, მძიმე ლითონების მარილებისგან, რადიონუკლიდებისგან და სხვ.) ეფექტურად გაწმენდას.