ყურძნის წიპწის ზეთი (1 ცივი დაწნეხვა)

Категория: Product ID: 1088

Описание

ყურძნის წიპწის ზეთის წარმოება ხდება უნიკალური ბუნების მქონე ადგილას — საქართველოს მევენახეობის გულში — კახეთში. ყურძნის წიპწის ზეთის საწარმოებლად ნედლეულის სახით ყურძნის ცნობილი ჯიშები: რქაწითელი და საფერავი გამოიყენება. ყურძნის ჭაჭის გადასამუშავებლად მისი ქარხანაში მიტანა ხორციელდება საწნეხიდან ჭაჭის გამოსვლიდან 5 საათის განმავლობაში. ჭაჭის გადამუშავების პროცესში გამოიყენება ყურძნის წიპწების გამოშრობის დაზოგვითი ტექნოლოგია. ზეთის გამოწურვა წარმოებს Agrosol-ის ფირმის თანამედროვე ექსპელერებზე  მხოლოდ ერთ ცივ დაწნეხვაზე.

ყურძნის წიპწებისგან მიღებულ ზეთს გააჩნია ჯანმრთელობისათვის  სასარგებლო თვისებები, ისეთი როგორიცაა ანთებისსაწინააღმდეგო, კარდიოპროტექტორული, მიკრობსაწინააღმდეგო და კიბოს საწინააღმდეგო თვისებები, ასევე ზეთს შეუძლია უჯრედოვანი და მოლეკულური გზებით ურთიერთქმედება. ეს ეფექტები დაკავშირებულია ყურძნის წიპწის ზეთის კომპონენტებთან, როგორებიცაა: ტოკოფეროლი (ვიტამინი E), ლინოლენის მჟავა, რესვერატროლი, კვერცეტინი, პროციანიდინი, კაროტინოიდი და ფიტოსტერინი.  არაქიდონის მჟავა, რომელიც ცნობილია როგორც P ვიტამინი, არ სინთეზირდება ორგანიზმის ქსოვილებში. მისი სადღეღამისო მოხმარება შეადგენს 4 მგ, ის აუცილებელია ნორმალური ზრდისა და კანის ეპითელიუმის რეგენერაციისათვის, ინარჩუნებს A ვიტამინის მარაგს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ორგანიზმის მიერ გამოიყენება პროსტოგლანდინების სინთეზისათვის.

P ვიტამინის ჰიპოვიტამინოზი იწვევს ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას, ორგანიზმის ზრდის შეჩერებას, კანის საფარველის დაზიანებას. ყურძნის წიპწის ზეთის ხარისხის შეფასებისა და სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მათ გააჩნიათ ფუნქციონალური თვისებები: ჰიპოქოლესტერინემიური და ჰიპოლიპიდემიური.

ფრანგი მეცნიერების კვლევებმა აჩვენა, რომ მოცემული ზეთი თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით C ვიტამინს 18,4-ჯერ აღემატება, ხოლო E ვიტამინს 50-ჯერ.

E ვიტამინის (ტოკოფეროლის) შემცველობა   შეადგენს 53 მგ/100 გრამამდე და ალფა ტოკოფეროლისა 148 – 358. ეს არის რეკორდი ყველა მცენარეულ სასალათე ზეთს შორის. 1 ცივი დაწნეხვის ერთი სუფრის კოვზი ყურძნის წიპწის ზეთი უზრუნველყოფს E ვიტამინის სადღეღამისო ნორმას (დღე-ღამეში 8-დან 12 მგ-მდე).

ყურძნის წიპწის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ფენოლურ ნაერთებს, ფლავონოიდების, კაროტინოიდების, ფენოლის მჟავების, სათრიმლავი ნივთიერებების და სტილბენების ჩათვლით. ის ასევე შეიცავს 59-360 მგ  გალის მჟავას ეკვივალენტის/ კგ ფენოლებს, რომლებიც მონაწილეობენ ბიოლოგიური აქტივობების ფართო სპექტრში, მაგრამ ძირითადად ცნობილი არიან თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით. ყურძნის წიპწის ზეთში იდენტიფიცირებულ ძირითად პოლიფენოლებს წარმოადგენენ კატეხინები, ეპიკატეხინები, ტრანს რესვერატროლი და პროციანიდინი B1.

გამოყენების სფერო

  • სასალათე ზეთი
  • ჯანმრთელობის განმტკიცება

 (უკანასკნელი სამედიცინო კვლევები ყურძნის წიპწის ზეთის გამოყენებას პირდაპირ უკავშირებენ სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას.

ზეთის გამოყენებისას ჭრილობების, მაგალითად, დამწვრობის, შესახორცებლად, კანზე ტრადიციული ნაიარევების ნაცვლად  რჩება თითქმის შეუმჩნეველი ნაწიბურები. კლინიკური ცდების მიმდინარეობისას ექიმებმა აღნიშნეს მისი მაღალეფექტურობა კუჭის წყლულისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მკურნალობისას).

  • კოსმეტიკური

(სახეზე, თმაზე, ფრჩხილებზე, მკერდზე და კანის სხვა მონაკვეთებზე დასატანად)

  • როგორც ინგრედიენტი კვების პროდუქტების წარმოებისას.

შესანიშნავი არჩევანია, ანტიოქსიდანტური თვისებების, სასიამოვნო გემოს და სიმწარის არქონის ( როგორც ეს ზეითუნის ზეთშია ) წყალობით.

ყურძნის წიპწის ზეთმა მიიღო დამსახურებული სახელწოდება „ახალგაზრდობის ჰორმონი“ ბიოფლავონოიდების (მცენარეული პოლიფენოლების), პროანტოციანიდინის (ანტიოქსიდანტი, რომელიც ორგანიზმის უჯრედებს ხელს უშლის კიბოს უჯრედებად გარდაქმნაში), რესვერატროლის (რომელსაც გააჩნია ვირუსის საწინააღმდეგო, ნეიროდამცავი, ანთებისსაწინააღმდეგო და კიბოსსაწინააღმდეგო მოქმედება), ბუნებრივი ქლოროფილიტის (ჭრილობების მოსაშუშებელი) უნიკალურად მაღალი შემცველობის წყალობით.